მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილანოვამ არჩევანი ჰუმელსზე შეაჩერა

ვილანოვამ არჩევანი ჰუმელსზე შეაჩერა

 

დორტმუნდის “ბორუსიას” ცენტრალური მცველი, მარკ ჰუმელსი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელისთვის, ტიტო ვილანოვასთვის ყველაზე სასურველი კანდიდატია დაცვის გასაძლიერებლად, იტყობინება ესპანური პრესა.

შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიური კლუბის სამწვრთნელო შტაბს ზაფხულში დაცვის გაძლიერების სურვილი აქვს. ამასთან დაკავშირებით ჰუმელსის გარდა “ბარსელონას” უკავშირებენ ლონდონის “ჩელსის” მცველს, დავიდ ლუიზს.

აღსანიშნია ისიც, რომ ესპანური გრანდი უკვე 2 წელია აკვირდება ჰუმელსს, თუმცა მანამდე საქმე მხოლოდ ინტერესის დონეზე რჩებოდა. ახლა კი ტიტო ვილანოვამ სპორტულ დირექტორს გააგებინა, რომ მის გუნდში გერმანელი ცენტრალური მცველის ხილვა სურს.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში