მატჩი ხეტაფესთან
ხორდი როურამ ისაუბრა ხვალინდელ მატჩზე ”ხეტაფეს” წინააღმდეგ და განსაკუთრებით აღნიშნა მატჩის ჩატარების დრო (შუადღეს 12:00). ასევე მან განაცხადა, რომ კლუბის 14 ფეხბურთელი ნაკრებში იყო გამოძახებული ორიოდე დღის წინ და მოსალოდნელი იქნება როტაცია. ”ლა ლიგის ხელმძღვანელობამ ძალიან საინტერესო დრო აირჩია მატჩის ჩასატარებლად, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს უარყოფითად არ იმოქმედებს ჩვენზე. როგორც ყოველთვის ჩვენ ვეცდებით გამოვავლინოთ მაქსიმუმი ჩვენი შესაძლებლობებისა. 1-2 ფეხბურთელი შეიძლება დაღლილი იყოს, მაგრამ ჩვენ გვყავს ერთ-ერთი უძლიერესი სათადარიგოთა სკამი და რომელიმე მათგანი შეძლებს სრულად ადგილის შევსებას ძირითადი ფეხბურთელის ნაცვლად. მაგრამ ნაჩქარევად გადაწყვეტილებების მიღება არ ღირს, ჯერ ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ და მერე დავაწყოთ სასტარტო შემადგენლობა.”
მოგება ხეტაფეს წინააღმდეგ იქნება იდეალური დასაწყისი გადატვირთულ თებერვალში. ”ხეტაფე” ჩვენთვის ყოველთვის რთული მეტოქე იყო ჩვენთვის, რადგან ამ კლუბის ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია დაცვა კარგად. ახლა ჩვენ გვექნება კვირაში 2 მატჩი და მნიშვნელოვანი იქნება პირველის მოგება, რადგან ეს იქნება გარკვეული სტიმული, რომ უკეთ ვითამაშოთ, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე ესპანეთის თასზე. ჩვენი მიზანი კი არის ყველა მატჩის მოგება ამ გადატვირთულ თებერვალში.”
”ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს ტიტოსთან”
ტიტო ვილანოვა იმკურნალებს ნიუ-ურკში მარტის ბოლომდე, მაგრამ მისი შემცვლელი, ხორდი როურა ამბობს, რომ ეს ცუდად არ აისახება გუნდზე. ”ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს ტიტოსთან და გუნდი მადლიერი უნდა იყოს ახალი ტექნოლოგიებისა. ვილანოვა ახლა არის ყველაზე აქტიური და თავს ძალიან კარგად გრძნობს. ტიტოს აქვს შესაძლებლობა, რომ უყუროს ყველა თამაშს, თუ სიტუციას გასახდელში. მუდამ ვლაპარაკობთ ერთმანეთში, კუენკას ტრანსფერიც ჩვენი შეთანხმებით იყო და თითოეული თამაშის სასტარტო შემადგენლობაზე ერთად ვმსჯელობთ. ზოგიერთი კამერის წყალობით მას აქვს შესაძლებლობა უყუროს თითოეულ ვარჯიშს. მოკლედ ტიტო ჩვენთანაა!” ასეთი პოზიტიური განცხადება გააკეთა ”ბარსას” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა, ხორდი როურამ.



