მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი: “რეალში” არის ფეხბურთელი, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ”

როსელი: “რეალში” არის ფეხბურთელი, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი ესპანურ პრესასთან ინტერვიუში გამოტყდა, რომ მადრიდის “რეალში” არის ფეხბურთელი, რომელიც უკვე დიდი ხანია აღფრთოვანებას იწვევს მასში. კლუბის პრეზიდენტმა თავი შეიკავა და ფეხბურთელის სახელი არ დაასახელა.
“ნამდვილად არის “რეალში” ისეთი ფეხბურთელი, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩემში აღფრთოვანებას იწვევს. მაგრამ მე მის სახელს არ დავასახელებ, ეს შემდეგ დიდ ცირკად გადაიქცევა.” – განაცხადა როსელმა. 
სამეფო თასის ნახევარფინალის საპასუხო “კლასიკოს” შესახებ როსელმა ასეთი კომენტარი გააკეთა: “რა თქმა უნდა, დაძაბული ვარ. ეს ის მატჩია სადაც გამარჯვება მხოლოდ ფეხბურთელების დამსახურებაა. ხოლო როცა გუნდი მარცხდება ამაში დამნაშავე მხოლოდ პრეზიდენტია.” – დაასრულა როსელმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში