დღეს ლეო მესიმ “ბარსელონასთან” ხელშეკრულება 2018 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. ცერემონიას ესწრებოდნენ თავად ფეხბურთელი, სანდრო როსელი, ვიცე–პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ და სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა.
მესიმ ხელმოწერით დაადასტურა, რომ “ბარსელონაში” დამატებით 2 წელს გაატარებს. წინა კონტრაქტის თანახმად კატალონიაში ის 2016 წლის 30 ივნისამდე დარჩებოდა. ფეხბურთელი, რომელმაც კლუბთან ხელშეკრულებას პირველად ხელი 13 წლის წინ მოაწერა 31 წლის იქნება, როცა ახალ ხელშეკრულებას გაუვა ვადა.



