ესპანელმა თავდამსხმელმა აღიარა, რომ ”ბარსელონაში” ჩასვლა და თუნდაც ქულის წამოღება მათთვის უბრალოდ შეუსრულებელ მისიად იქცა.
”ხეტაფეს” კვირას თამაში მოუწევთ კამპ ნოუზე და 21 წლის ალვარო ვასკესი აღიარებს, რომ ”ბარსას” წინააღმდეგ თამაში იქნება ურთულესი, მიუხედავად ხავის ტრავმისა.
”იმედია გადაღილები იქნებიან..(იცინის) არამგონია ძალები შეინახონ ჩემპიონტა ლიგისთვის, რომლისთვისაც კიდევ კვირაზე მეტი აქვთ. მათ შესანიშნავი შემადგენლობა ყავთ და კარგად თამაშობენ ყველა ტურნირში ერთად. ასევე დასამატებელია, რომ კატალონიელებმა ბოლო ორი თამაში ფრედ ითამაშეს და განსაკუთრებით მონდომებულები იქნებიან. მათ ძალიან ბევრი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ყავთ.. წესით არ უნდა გაუჭირდეთ, თან კამპ ნოუზე.” – ასეთი იმედგაცრუებული განცხადება გააკეთა ხეტაფეს თავდამსხმელმა.
