workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუნდი ვალენსიაშია

გუნდი ვალენსიაშია

 

“ბარსელონა” უკვე ვალენსიაში იმყოფება, სადაც კატალონიელები დღეს ერნესტო ვალვერდეს გუნდის დაუპირისპირდებიან ლა ლიგის 22–ე ტურის შეხვედრაში. გუნდი “ელ პრატის” აეროპორტსი 10:40 საათზე დატოვა და ვალენსიაში 11:15 საათზე ჩაფრინდა, სადაც ტემპერატურა 12 გრადუსი დახვდათ.

გუნდის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ვიცე–პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ და დირექტორები, პილარ გიუნოვარტი და ხავიერ ბორდასი. გუნდთან ერთად იმყოფება სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა.

ვალენსიაში ჩაფრენისთანავე ფეხბურთელები სასტუმრო “Hotel The Westin”–ში დაბინავდნენ, სადაც შეხვედრის დაწყებამდე დაისვენებენ. შეგახსენებთ, რომ “ვალენსიასა” და “ბარსელონას” შორის შეხვედრა თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.


sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward