მადრიდის “რეალის” ახალმა კიპერმა, დიეგო ლოპესმა ისაუბრა “სამეფო თასის” 1/2 ფინალის პირველ მატჩზე, სადაც მისმა გუნდმა “ბარსელონას” უმასპინძლა (1-1), იტყობინება ესპანური პრესა. აღსანიშნავია, რომ დიეგო ლოპესს დებიუტი “კლასიკოში” მოუწია და ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია:
“მე არ ვნერვიულობდი, მაგრამ ეს არ იყო უბრალო მატჩი. გუნდში კარგად ვგრძნობ თავს, რადგანაც თანაგუნდელებმა თბილად მიმიღეს. ჩემმა გუნდა მშვენივრად ითამაშა და ვფიქრობ, რომ შედეგი სამართლიანი იყო. მეორე მატჩისთვის ნორმალური შანსები გვაქვს,” განაცხადა ლოპესმა.
