მადრიდის “რეალის” გერმანელმა ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა ისაუბრა მოახლოებულ “ელ კლასიკოზე”, რომელიც ესპანეთის სამეფო თასის ეგიდით გაიმართება, იტყობინება ესპანური პრესა:
“ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ რეალური ძალა და გავიმარჯვოთ. მზად ვართ წარმატების მისაღწევად ყველაფერი გავაკეთოთ. ყველამ ვიცით, თუ რა სიძლიერის მეტოქე გვყავს “ბარსელონას” სახით, თუმცა ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი ვართ და თანაც სახლში ვთამაშობთ. გამარჯვებას გულშემატკივრებს მივუძღვნით,” განაცხადა მესუთ იოზილმა.
