ესპანურმა გაზეთმა AS-მა ჩაატარა გამოკითხვა, რომელიც კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავ ლიონელ მესისა და მადრიდის “რეალის” საუკეთესო ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს ეხებოდა.
კითხვის არსი კი ის იყო, თუ რომელი ფეხბურთელი უფრო უკეთესად ითამაშებს მოახლოებულ “ელ კლასიკოში”. გულშემატკივრების 57%-ს სჯერა, რომ სწორედ არგენტინელი ითამაშებს გადამწყვეტ როლს დღევანდელ მატჩში. სულ ხმა 70 000 ადამიანმა მისცა.
სამეფო თასის 1/2 ფინალის პირველი შეხვედრა, დღეს თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.
