კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ მას არასოდეს უფიქრია მოწინააღმდეგის დამცირება, იტყობინება ესპანური პრესა.
28 წლის ფეხბურთელს, თავისი ფინტებით და დრიბლინგით არასოდეს აუგდია მეტოქე მასხრად:
“ცხოვრებაში არასოდეს მიფიქრია ეს. მე ყველა მოწინააღმდეგეს პატივისცემით ვეპყრობი. მოედანზეც ყოველთვის ვცდილობ, რომ რაც შეიძლება კარგად და ეფექტურად მოვიქცე,” განაცხადა ანდრეს ინიესტამ.
