workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: „კასილიასის არყოფნა „რეალისთვის“ დიდი დანაკლისია“

მესი: „კასილიასის არყოფნა „რეალისთვის“ დიდი დანაკლისია“

“ოსასუნასთან” მოგების შემდეგ, “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ფიქრი უკვე “ელ კლასიკოზე” დაიწყეს. კატალონიელთა ლიდერი, ლეო მესი მოახლოებულ თამაშზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მადრიდელთათვის, იკერ კასილიასის არყოფნა დიდი დანაკლისია.

“ნათელია, რომ “რეალისთვის”, კასილიასის არყოფნა დიდი დანაკლისია. მას არაერთი თამაში გადაურჩენია. თუმცა, ამაზე კონცენტრირება არ გვმართებს. “კლასიკო” ყოველთვის ცალკე ისტორიაა, დამოუკიდებლად იმისა, როგორ სიტუაციაში ვართ კონკრეტულ დროს.”

შეგახსენებთ, რომ იკერ კასილიასმა დაახლოებით სამთვიანი ტრავმა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი უახლოესი 1 თვის განმავლობაში გასამართ სამივე “ელ კლასიკოს” გამოტოვებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward