workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როურა: „მესის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს“

როურა: „მესის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს“

“ბარსელონას” დროებითი მთავარი მწვრთნელის, ხორდი როურას თქმით, “რეალთან” თამაშისთვის მოსამზადებლად საუკეთესო საშუალება “ოსასუნასთან” მოგება იყო. 45 წლის სპეციალისტი ადასტურებს, რომ მას ვილანოვასთან ხშირი კონტაქტი აქვს და შესაძლოა, ეს თამაშის დროსაც მოხდეს.

“ტიტო თამაშებს უყურებს და ყველა გადაწყვეტილების შესახებ ერთმანეთთან ვსაუბრობთ. სიმართლეა, რომ შესაძლოა, მასთან კონტაქტი თამაშის დროსაც მქონდეს.

“რეალთან” გასამართი მატჩისთვის კარგად მომზადების საუკეთესო საშუალება “ოსასუნასთან” მოგება იყო. ვფიქრობ, სწორ გზას ვადგავართ.

შევეცადეთ, გასული კვირების განმავლობაში, ფეხბურთელები დაგვესვენებინა. ჩემის აზრით, დღეს, კარგი გუნდი ვიხილეთ.

ფავორიტი “კლასიკოში”? ასეთი დონის თამაშებში ფავორიტებზე საუბარი ძნელია.

დღევანდელ თამაშში გაგვიჭირდა, რადგან “ოსასუნამ” პრესინგი დაგვიპირისპირა. თუმცა, ასეთ დროს, მეტ სათამაშო სივრცეს ვღებულობთ ხოლმე და ეს გამოვიყენეთ. როდესაც პრესინგს გავუმკლავდებოდით, ჩვენს ფლანგის მოთამაშეებს და შემტევებს წინ დიდი თავისუფალი სივრცე რჩებოდათ.

როდესაც მესისთან ყოველდღიური კონტაქტი გაქვს, მისგან მსგავსი თამაში უკვე ჩვეულებრივ ამბად გეჩვენება. მაგრამ როდესაც დაფიქრდები და გაიაზრებ, თუ რას აკეთებს ის, უბრალოდ გაოგნდები. როგორც სჩანს, მის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.

ვილიას ასპარეზობით ძალიან კმაყოფილი ვარ. მან მთელი 90 წუთი ითამაშა. დავიდმა კარგად იმუშავა და გუნდის წარმატებაში მონაწილეობა მიიღო. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ვილია სათამაშოდ მზადაა.

ტიაგო განსაკუთრებული ფეხბურთელია. ის კარგ ფორმაში იმყოფება.

ეჭვი არ მეპარებოდა, რომ გულშემატკივრები ვალდესს თბილ დახვედრას მოუწყობდნენ. მან ეს დაიმსახურა და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ვიქტორი ჩვენი მეკარე იქნება.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward