ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელი მეკარებ, დავიდ დე ხეა ბედნიერი იქნება კატალონიის “ბარსელონაში” გადასვლით, იტყობინება ესპანური მედია.
ამის შესახებ განცხადება დე ხეას მეგობარმა გოგონამ, მომღერალმა ედურნე გარსია ალმაგრომ გააკეთა: “დავიდი თავს კარგად გრძნობს “მანჩესტერ იუნაიტედში”, თუმცა ვიცი გაუხარდება სამშობლოში დაბრუნება.საუკეთესო ვარიანტი კი “ბარსელონა” იქნება,” განაცხადა ედურნე გარსია ალმაგრომ.
ახალგაზრდა მეკარის შეძენის შესახებ ჭორები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ვიქტორ ვალდესმა კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და გადაწყვიტა კლუბის დატოვება.


