ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობა აგრძელებს ბრძოლას, კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდ დავიდ ვილიასათვის, იტყობინება ესპანური პრესა. წყაროზე დაყრდნობით “მეთოფეები” მზად არიან 12 მილიონი ევრო გადაიხადონ ასტურიელ ფეხბურთელში.
ცნობისთვის დავიდ ვილიას შეძენა ტურინის “იუვენტუსსაც” სურს. თვითონ ფეხბურთელი თანახმაა “ბლაუგრანას” დატოვებაზე, რადგანაც ტიტო ვილანოვას ფორმაციის “ბარსაში”, მას არ აქვს საკმარისი სათამაშო დრო. დავიდმა უკვე გამოთქვა კლუბიდან წასვლის სურვილი.



