მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რეალ სოსიედადი” – “ბარსელონა”. ტიტო ვილანოვა მატჩის წინ

“რეალ სოსიედადი” – “ბარსელონა”. ტიტო ვილანოვა მატჩის წინ

 

მატჩის წინა პრეს–კონფერენციაზე ტიტო ვილანოვას არამხოლოდ “რეალ სოსიედადზე” მოუწია საუბარი, არამედ ვიქტორ ვალდესის სიტუაციაზე და პეპ გვარდიოლას “ბაიერნში” დანიშვნაზე. ასევე გეტყვით, რომ პრეს–კონფერენციაზე 45 წუთით გვიან გაიმართა, რადგან მწვრთნელი ვიქტორ ვალდესს შეხვდა.

ვალდესის შესახებ

“მას პირისპირ ვესაუბრე. მსურს, რომ ყველამ პატივი სცეს მის გადაწყვეტილებას, რადგან მას აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება. პირდაპირ ვიტყვი, საქმე იმაში არაა, რომ მას წასვლა სურს, უბრალოდ მან კონტრაქტის გახანგრძივება არ ისურვა. იმ დრომდე, სანამ ის გუნდში იქნება მას უნდა დავეხმაროთ, რაგდან ის ჩვენს დახმარებას შეეცდება. მას შეუძლია ადრეულად წავიდეს ლამაზად კლუბიდან ან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ“.

“მესმის, რომ ზოგიერთებს არ მოეწონათ ეს გადაწყვეტილება, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილებაა და კლუბს ახალი კიპერის მოსაძებნად დროს აძლევს. საჭიროა მისი აზრის პატივისცემა. მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება და იმ დრომდე, სანამ კლუბში იქნება დაგვეხმარება“.

“ვალდესის წასვლის შესახებ მხოლოდ გუშინ გავიგე, როცა ანდონიმ დამირეკა. თუკი ის ჩვეულებრივად თამაშს გააგრძელებს, მაშინ ძირითადის მეკარე იქნება. მას კლუბში პრობლემები არა აქვს, თუმცა მას აქვს უფლება სხვა კლუბში და სხვა ჩემპიონატში თამაშის. საერთოდ ეს კარგი სიახლე არ არის, რადგან “ბარსასთვის” ის იდეალური მეკარე არის“.

“გასაგებია, რომ ასეთი განცხადებისთვის იდეალური მომენტი არასდროს იქნება. მან არ დაიწყო ვაჭრობა, ადგა და ყველას გვითხრა, რომ მიდის. უნდა შევეცადოთ, რომ ის ლამაზად გავაცილოთ“.

“მე არ მინახავს როგორი რეაქცია ქონდა გუნდს. ვფიქრობ, რომ ისინი გაკვირვებულები არიან, თუმცა “რეალ სოსიედადთან” შეხვედრის დაწყებისთანავე ისინი სამუშაოს კეთებას დაიწყებენ. იმედგაცრუებული არ ვარ. ერთადერთი რაც მაწუხებს არის ის, რომ მომავალს წინასწარ ვერ დაინახავ“.

“კლუბს 2014 წლის ივნისამდე მეკარის მოსაძებნად დრო აქვს. სამწვრთნელო შტაბი კანდიდატების შერჩევას დაიწყებს, ჩვენ გვაქვს ამის დრო. მასთან შეხვედრის დროს დავინტერესდი, რამდენად საბოლოო იყო გადაწყვტილება, მისი გადარწმუნება არ მიცდია“.

“უკვე მიმდინარე ზაფხულში მისი გაყიდვა? ჯერ ამაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან მოსაფიქრებლად დრო არ გვქონია. ამ საკითხში მხოლოდ მწვრთნელი ვარ“.

პეპ გვარდიოლაზე

“ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა გერმანული ფეხბურთისთვის, რადგან “ბაიერნის” გარდა მისი გადაბირება 5 თუ 6 კლუბს სურდა. ვფიქრობ. რომ “ბაიერნს” ბევრ სარგებელს მოუტანს და კვლავ გახდება მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი. მე არ ვიცნობ “ბაიერნის” აღზრდილებს და ამიტომ მათ შესახებ ვერ ვისაუბრებ. ის ვიცი, რომ პეპს ყავს გუნდი და აქვს სამუშაო გეგმა. ისინი “ბარსელონას” სტილში არ თამაშობენ, თუმცა ჩემპიონთა ლიგა 4–ჯერ აქვთ მოგებული“.

“ჩვენი მოთამაშეებიდან რომელიმე გადავა “ბაიერნში”? მე არ ვღელავ, რადგან შესანიშნავად ვიცი ჩემი ფეხბურთელების კონტრაქტის დეტალები“.

“რეალ სოსიედადზე”

“შეხვედრა “მალაგასთან” არ აისახება ამ შეხვედრაზე. სამეფო თასის განმეორებით შეხვედრამდე 5 დღე გვაქვს, რაც მოთამაშეებისთვის საკმარისია წინა შეხვედრის დასავიწყებლად. ჩემპიონატი ჯერ დასრულებული არ არის და მოთამაშეების ზედმეტად მოტივირება არ მჭირდება“.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში