მატჩის წინ ესპანეთმა შემადგენლობა და ტაქტიკური განხილვა სასტუმროში განახორციელა. როცა პედრო ძირითად 11-ში დაასახელეს მას დაგვიანებული რეაქცია ჰქონდა, თითქოს პარალიზებული იყო. ეს მისთვის მოულოდნელი სიახლე იყო, რომ საუკეთესო 11-ში დაასახელეს. მას დავალებად ჰქონდა გერმანელთა დაცვისთვის პრობლემები შეექმნა და შეეჩერებინა მათ მიერ დაწყებული შეტევები. ასევე საშუალებას არ აძლევდა ფილიპ ლამს თავისუფლად ყოფილიყო. დელ ბოსკემ მას ასევე სრული თავისუფლება შეტევაში. პოზიციები უნდა გაეცვალა ინიესტასთვის. უნდა ეთამაშა თავდაჯერებულად და უნდა დახმარებოდა დაცვას, როგორც ამას ”ბარსაში” აკეთებს.
დელ დოსკეს ტონი იყო მშვიდი და მზრუნველი: ” იყავი მშვიდი, გერმანელები და კერძოდ ლამი შეშფოთებული უნდა იყოს შენით. ბლოკირება გაუკეთე მათ და ეძებე ადგილები.” მწვრთნელმა პედროს ასევე შეახსენა გვარდიოლა, რომელიც ყველა მატჩის წინ უხსნის დეტალებს რა უნდა გააკეთოს მან. პედრომ დელ ბოსკე დატოვა და გავიდა. ამის შემდეგ მას სჭირდებოდა ეამბა ეს ყველაფერი თავისი მამისთვის, რომელიც ბენზინგასამართ სადგურში მუშაობს. ის ადრე იყო ინჟირენი და მუშაობდა კონსტრუქციებზე, მაგრამ ეკონომიკური კრიზისის გამო სამსახური დატოვა. მას არ შეეძლო დაკავშირებოდა მას, ამიტომ პედრიტო დაუკავშირდა ქეროლს, რომელიც 2 კვირის განმავლობაში მასთან იყო. ასე რომ მისი შეყვარებულს, რომელიც იცნობდა მის ოჯახს მიაწერინა SMS-ი, რომ ის ძირითად შემადგენლობაში იყო. SMS-ი ასე გამოიყურებოდა: ”მამიკო, მე ძირითადში ვარ.” მას სურდა გაეზიარებინა ეს ყველა ადამიანისთვის, რომელიც უყვარდა.
ამ ყველაფერმაპედროზე ზეწოლა არ იქონია, ის ძალიან თავდაჭერილი იყო. ეს მისთვის ძალიან დიდი რამ იყო, მან თავისით მიაღწია ამ ყველაფერს. მაგრამ პედრო თავს კარგად იჭერდა, იყო ძალიან თავდაჯერებული. პუის მას ამხნევებდა. პიკემ მეგობრულად აკოცა, ხოლო ინიესტა უკანასკნელ მითითებებს აძლევდა. ამის შემდეგ ის იდგა მთავარ გვირაბში დურბანის სტადიონისა, პედრო შემადგენლობაში ფერნანდო ტორესის ნაცვლად შევიდა. შემდეგ როდრიგესი მოედანზე გავიდა ეროვნული ჰიმნის მოსასმენად და მის გვერდზე 6 ”ბარსელონელი” იყო. ” ეს ძალიან იოლია, როცა ბევრი ”ბარსას” ფეხბურთელია ჩემთან. ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ. ჩვენ ვთამაშობთ გონებით.” ის ამბობს: ”ასეთ მომენტში მე გამახსენდა გვარდიოლა, მე მახსოვს როგორ შეცვალა მან ჩემი ცხოვრება და დამაყენა წარმოუდგენელ გზაზე. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და მსოფლიო თასი ჩემთვის რაღაც ძალიან დიდს ნიშნავს.”
მატჩის ბოლოს მაქ ჰქონდა შესანიშნავი შანსი გაეტანა გოლი ან მიეცა პასი ტორესისთვის, რომელიც ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, მაგრამ მან მცველებს შორის გაძრომა სცადა და ბურთი დაკარგა. მაგრამ მატჩის შემდეგ მას ამაზე გული არ დაწყვეტია და იყო უბედნიერესი. ეს იყო კიდევ ერთი გაკვეთილი, ერთი დიდი გაკვეთილი მის ცხოვრებაში. რომელმაც იმოქმედა მასზე, როგორც მსოფლიო თასის სადებიუტო მატჩი. ახლა მას აკლია მხოლოდ ”გოლი” და იმედია ფინალში…



