მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
5 წელი პირველ გუნდში პედროს დებიუტიდან

5 წელი პირველ გუნდში პედროს დებიუტიდან

პედრო როდრიგესს “ბარსელონას” პირველი გუნდის შემადგენლობაში დებიუტი 2008 წლის 12 ნოემბერს ჰქონდა “მურსიას” წინააღმდეგ, ფრანკ რაიკაარდის მწვრთნელობის დროს.

 

2008 წლის 12 ნოემბერი. ჰქონდა დებიუტი “ბლაუგრანას” მაისურით. ბოლო წუთებზე შეცვალა სამუელ ეტოო და შემდეგ მატჩშიც დაახლოებით 4 წუთი მისცეს დრო.

2009 წლის 16 აგვისტო. გაიტანა თავისი პირველი გოლი “ბილბაოს ატლეტიკის” წინააღმდეგ და დაეხმარა გუნდს გამარჯვების მოპოვებაში (1-2).

2009 წლის 20 აგვისტო. გააფორმა პირველი კონტრაქტი პირველ გუნდთან. 2008/2009 წლების სეზონში უკვე ჰქონდა ჩატარებული 14 მატჩი.

2009 წლის 28 აგვისტო. მოახერხა თავისი მეორე ბურთის გატანა ევროპის სუპერ თასზე მონაკოში, სადაც “ბარსამ” პედრიტოს გოლით გაიმარჯვა.

2009 წლის 16 დეკემბერი. იგი დაეხმარა კლუბს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგებაში. ახალგაზრდა როდრიგესი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში 6 სხვადასხვა ტურნირზე გაიტანა.

2010 წლის 27 თებერვალი. თავის 50-ე შეხვედრა ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით გოლით აღნიშა “მალაგას” კარში. ის მატჩი კატალონიელებმა 2-1 მოიგეს.

2010 წლის 20 მაისი. მან თავის კარგი თამაშით მიიპყრო ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის, ვისენტე დელ ბოსკეს ყურადღება (52 მატჩი, 23 გოლი). იგი “ფურია როხასთან” ერთად გაემგზავრა სამხრეთ აფრიკაში.

2011 წლის 28 მაისი. მისი გოლი დაეხმარა “ბარსას” მეოთხედ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში, სადაც გვარდიოლას გუნდმა “მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხა 3-1.

2012 წლის 25 მაისი. მისი დუბლის წყალობით კლუბმა ბოლო ტიტული მოიგო გვარდიოლას ერაში. საუბარია ესპანეთის “სამეფო თასზე”. 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში