ანდალუსიური “მალაგას” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხოაკინ სანჩესმა ისაუბრა კატალონიის “ბარსელონასთან” მოახლოვებულ შეხვედრაზე, რომელიც “პრიმერა დივიზიონის” მე-19 ტურის ეგიდით გაიმართება:
“კატალონიელებთან დაპირისპირება ყოველთვის ძალიან რთულია, მითუმეტეს ახლა, როდესაც ისინი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებიან და ლიდერობენ ლა ლიგას. შევეცდებით წნეხის ქვეშ მოვაქციოთ და თავისუფლად თამაშის საშუალება არ მივცეთ. ეს მატჩი ჩვენთვის დიდი გამოცდა იქნება. შევეცდებით კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში და წინ წავიწიოთ სატურნირო ცხრილში,” განაცხადა ვეტერანმა ნახევარმცველმა.
ცნობისთვის ეს ორი კლუბი ერთმანეთს “სამეფო თასზეც” დაუპირისპირდება.
