“ბარსელონას” პრეზიდენტი სანდრო როსელი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად აღიარებულ ვისენტე დელ ბოსკეზე საუბრობს და აცხადებს, რომ მიუხედავად ესპანელის მიმართ პატივისცემისა, ესპანეთის ნაკრების დამრიგებელს იგი “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელად ვერ ხედავს.
ერთ-ერთ ინტერვიუს დროს, ჟურნალისტმა როსელს ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა, რომ მომავალში, დელ ბოსკემ “ბარსელონა” გაწვრთნას, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო:
“დელ ბოსკეთი აღფრთოვანებულები ვართ. ის კეთილშობილი ადამიანი და ნამდვილი ჯენტლმენია. დელ ბოსკე კატალონიელს ჰგავს. რაც შეეხება “ბარსელონაში” მის მუშაობას – ჩვენს გუნდს ტიტო ვილანოვა წვრთნის. გადაჭრით შემიძლია გითხრათ, რომ ის დაკავებულ თანამდებობაზე დარჩება. აქვს აღვნიშნავ, რომ ჩვენთვის, უმთავრესი მისი ჯანმრთელობაა.”

