მადრიდის “ატლეტიკომ” ზაფხულში შესაძლოა ბომბარდირი და ლიდერი რადამელ ფალკაო დაკარგოს; სწორედ ამიტომ, დედაქალაქელები ფიქრობენ კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდის, დავიდ ვილიას შეძენას.
“ატლეტიკოს” მაღალჩინოსნებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ 31 წლის ესპანელი გოლეადორი დაახლოებით 10-15 მილიონ ევროდ, რადგან მისი კონტრაქტი “ლურჯ-ბროწეულისფრებთან” უკვე მომავალ წელს იწურება. ამ ტრანსფერის განხორციელებას ხელს ის ფაქტიც შეუწყობს, რომ ზემოთ ხსენებულ ორივე გუნდს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვს ბოლო წლებში.
შეგახსენებთ, რომ ვილიას მიმართ ასევე ინტერესს გამოთქვამენ ისეთი გუნდები, როგორებიც არიან “იუვენტუსი”, “ჩელსი”, “ლივერპული”, “ტოტენჰემი” და “არსენალი”.



