“ბარსელონა” მზადაა მოლაპარაკებები გამართოს “მანჩესტერ სიტისთან” ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და რობინიოს შესაძლო გაცვლასთან დაკავშირებით. დავიდ ვილიას ტრანსფერის შემდეგ დაიწყო სპეკულაციები ზლატანის შესაძლო გაშვებასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაფერს დრო გვიჩვენებს. თუ ეს სავარაუდო გარიგება შედგა, “ბარსელონა” ზლატანის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროსა და რობინიოს მიიღებს. იტყობინება კატალონიური გამომცემლობა El Mundo Deportivo. ზლატან იბრაჰიმოვიჩი “ბარსელონაში” გასულ სეზონს გადავიდა, თუმცა ის ისეთი წარმატებული თამაშით არ გამორჩეულა, როგორც “ინტერში”. სეზონის ბოლოს კი ძირითადში ადგილიც დაკარგა და ბოიან კრკიჩმა შეძლო დაემსახურებინა რიგ მატჩებში “ბარსელონას” სასტარტოში მოხვედრა.
წყარო: soccerway.com



