მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“არსენალმა” “ბარსელონას” ოფიციალური წინადადებით მიმართა

“არსენალმა” “ბარსელონას” ოფიციალური წინადადებით მიმართა

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ შესაძლოა კარიერა ლონდონის “არსენალში” გააგრძელოს. როგორც ირკვევა, არსენ ვენგერის გუნდმა “ლურჯ-ბროწეულისფერებს” 13.8 მილიონი ფუნტი შესთავაზა, ხოლო თავად ესპანელ ფორვარდს ყოველ კვირეული ხელფასი 100 ათასი ფუნტის ოდენობით.

 

ასევე ცნობილი გახდა, რომ თუ “ბარსელონა” ამ შემოთავაზებაზე უარს იტყვის, მაშინ “მეთოფეები” მადრიდის “ატლეტიკოს” გადაუხდის 12 მილიონ ფუნტს და შეეცდება შეიძინოს ადრიან ლოპესი.

 

როგორც მოგეხსენებათ, “არსენალის” გარდა ესპანელი გოლეადორის მიმართ ინტერესს ისეთი გუნდები იჩენენ, როგორებიც არიან “იუვენტუსი”, “ჩელსი”, “ტოტენჰემი” და “მანჩესტერ სიტი”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში