მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კაპდევილა: “ბარსელონა” ყოველთვის ვერ გაიმარჯვებს”

კაპდევილა: “ბარსელონა” ყოველთვის ვერ გაიმარჯვებს”

კატალონიური “ესპანიოლის” ფეხბურთელმა ხოან კაპდევილამ განაცხადა, რომ მის გუნდს ძალუძს “ბარსელონასთან” სასურველი შედეგის მიღწევა. კაპდევილას აზრით, “ბლაუგრანა” დიდებული გუნდია, მაგრამ არა დაუმარცხებელი.

 

“ჩვენ ყველამ ვიცით, რომ “ბარსელონა” დიდებული გუნდია. “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” ეს სეზონი შესანიშნავად დაიწყეს და პრიმერა დივიზიონში პირველ ადგილსაც იკავებენ. ამის მიუხედავად, მათ საბოლოოდ მაინც მოუწევთ წაგება და ვიმედოვნებ ეს ჩვენთან დაპირისპირებისას მოხდება. რა თქმა უნდა ძალიან რთული მატჩი გველის, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ და შევეცდებით მივაღწიოთ დადებით შედეგს, რაც ნამდვილად წაგვადგება.” -განაცხადა კაპდევილამ.

 

შეგახსენებთ, რომ კატალონიური დერბი კვირას, თბილისის დროით 22:00 სთ-ზე დაიწყება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში