“მილანის” კატალონიელი თავდამსხმელის, ბოიან კრკიჩის განცხადებით, ჩემპიონტა ლიგის 1/8-ფინალში მისი გუნდის მოწინააღმდეგე “ბარსელონა” შეუჩერებელი გუნდია.
როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, “ბარსელონა” “მილანს” დაუპირისპირდება. იტალიურ გუნდში თამაშობს “ბარსას” აღზრდილი ბოიან კრკიჩი, რომელიც კატალონიური გუნდის გულშემატკივარია და რომლის გამოსყიდვის უფლება ესპანელებს კვლავ აქვთ.
“რთული ორმატჩიანი დაპირისპირება გველის. ვიცით, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ თამაში მოგვიწევს, მაგრამ ასევე ვიცით ისიც, რომ მეტოქისთვის პრობლემების შექმნა შეგვიძლია. “მილანში” კარგი ფეხბურთელები თამაშობენ და შევეცდებით, გათამაშებას რაც შეიძლება დიდხანს შემოვრჩეთ.
თუმცა, “ბარსელონა” შეუჩერებელია. კატალონიელებს ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებმაც კლუბის ფილოსოფია იციან.” – აცხადებს ბოიან კრკიჩი



