მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრკიჩი: “დაბრუნება “ბარსელონაში”? არ ვიცი რა იქნება მომავალში”

კრკიჩი: “დაბრუნება “ბარსელონაში”? არ ვიცი რა იქნება მომავალში”

იტალიური “მილანის” თავდამსხმელი ბოიან კრკიჩი, რომელიც კატალონიის “ბარსელონას” აღზრდილია, არ გამორიცხავს ამ ზაფხულს თავის ყოფილ გუნდში დაბრუნებას და კარიერის იქ გაგრძელებას.

 

“დავბრუნდები თუ არა “ბარსელონაში”? არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია და არ ვიცი რა მოხდება.” -განაცხადა კრკიჩმა კატალონიისა და ნიგერიის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა.

 

შეგახსენებთ, რომ იტალიის ვიცე-ჩემპიონებს აქვთ უფლება გამოისყიდონ ახალგაზრდა ფორვარდი 14 მილიონ ევროდ, თუმცა ბოიანის მამამ თავად თქვა, რომ დიდი შანსია მისი შვილი ამ ზაფხულს კვლავ ესპანეთის პრიმერა დივიზიონს დაუბრუნდეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში