დღეს ესპანეთში ხუმრობის დღეს აღნიშნავენ, რაც ჩვენებური 1 აპრილის ანალოგია. ამის გამო ფეხბურთელებმა სხვადასხვა ხუმრობები მოიგონეს.
დილით “ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ მთელ მსოფლიოს აცნობა, რომ მას და კოლუმბიელ მომღერალს, შაკირას ვაჟი შეეძინათ. “ჩვენ ბიჭი შეგვეძინა! ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, მადლობა გზავნილებისთვის. მას ინოკენტიე დავარქვით“.
ამას გარდა “გრანადას” ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა ცნობა, რომ მათ რადამელ ფალკაო შეიძინეს. ცნობაში ეწერა ფეხბურთელის სიტყვებიც, რომელიც ამბობდა, რომ ბავშვობიდან ოცნებობდა “გრანადაში” თამაშზე.

