მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის გზა მწვერვალისკენ, რომელიც იუვენტუსთან შეხვედრის დროს დაიწყო

მესის გზა მწვერვალისკენ, რომელიც იუვენტუსთან შეხვედრის დროს დაიწყო

მესის გზა მწვერვალისკენ, რომელიც იუვენტუსთან შეხვედრის დროს დაიწყო

ამონარიდი გრემ ჰანტერის წიგნიდან – “ბარსა: როგორ იქმნებოდა მსოფლიოს უდიდესი გუნდი” 

 

გამპერის ტურნირი ყოველწლიურად აგვისტოში, ”ბარსას” დამაარსებლის, ჟოან გამპერის პატივსაცემად იმართება და მასზე გულშემატკივრებისთვის გუნდის შემადგენლობის (განსაკუთრებით, ახალშეძენილი ფეხბურთელების) წარდგენა ხდება. იმ წელს ტურნირის სტუმრად, ფაბიო კაპელოს “იუვენტუსი” იყო მოწვეული და ანგარიშით 2:2 დამთავრებული დაძაბული შეხვედრა პენალტების სერიის შედეგად მოიგო.

ზაფხულში, “ინტერნაციონალეს” პრეზიდენტმა და მფლობელმა, მასიმო მორატიმ იტალიურ მედიას განუცხადა: “მესის შესაძენად წარმოუდგენელ თანხას გავიღებ. არ მახსოვს ფეხბურთელი ვის თამაშსაც ჩემში ასეთი აღფრთოვანება გამოუწვევია”.  

მესი “ბარსას” ისტორიაში გოლის ავტორებს შორის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა (ეს რეკორდი შემდგომ ბოიანმა გააუმჯობესა), მოიგო ახალგაზრდული მსოფლიოს თასი და ახლა მორატისა და “ინტერის” თვალთახედვის არეში მოექცა; მესი უდავოდ, კაშკაშა ფეხბურთელი იყო, როდესაც ქალაქში “იუვენტუსი” ჩამოვიდა.

სწორედ მაშინ შევეხე პირველად მოვლენას, რომელსაც საყოველთაო “მესიმანია” ჰქვია.

ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ახალი სეზონის მოახლოებისას ოპტიმიზმის განცდა ეუფლება – ზოგჯერ კი რწმენა და ოპტიმიზმი რეალობის შეგრძნებას ჩრდილავს. თუმცა “ბარსას” ერთგული ქომაგები იმდენად ხანგრძლივი დროის მანძილზე განიცდიდნენ მადრიდის “რეალის” უპირატესობას, რომ ამ ახალგაზრდა გენიოსის გამოჩენამ – იმ დროს, როდესაც რაიკაარდს, რონალდინიოსა და ეტო’ოს, გუნდისთვის უწინდელი დიდების დაბრუნება მოეხერხებინათ – “კამპ ნოუ” განსაკუთრებული იმედით დამუხტა. 100000-მდე კატალონიელი “პრინცი ლეოთი” აღტაცებას შეუჩერებელი ღრიალით გამოხატავდა. ისინი დიდი ინტერესით ელოდნენ, თუ როგორ იმოქმედებდა მინდორზე მესი ფაბიო კანავაროს, პატრიკ ვიეირას, ჯორჯო კიელინის, მაურო კამორანეზის, ალესანდრო დელ პიეროსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ.

თამაშის სტატისტიკური მონაცემები საოცრად განსხვავდებოდა პეპ გვარდიოლას “ბარსას” ტიპური მატჩის მაჩვენებლებისგან. პირველ ტაიმში “იუვენტუსი” – “კაპმ ნოუზე” – 62%-იანი ბურთის ფლობით სჯაბნიდა “ბარსას”, ხოლო ანგარიშით წინ ერთ საათზე მეტხანს იყო. ამასთან, მესი “იუვეს” წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტდა, მოხდენილად არიდებდა თავს შეტაკებებს, მცველებს თავისთან მიიტყუებდა, შემდეგ კი ზუსტ გადაცემებს აკეთებდა – ამგვარად, მთელი თავით მაღლა იდგა მოედანზე მყოფ ყველა მოთამაშეზე, განსაკუთრებით იმ ეპიზოდში, როდესაც სლალომის მსგავსი მოძრაობით, უკან მოტოვებული კანავარო და პესოტო სახტად დატოვა.

პუბლიკა აბსოლუტურად შეიშალა. “მესსი-მესსსსსსი-მეეეესსსსსი” ტალღებად გადადიოდა ზემოდან ქვემოთ და _ პირიქით. თითქოს სწორედ ამ დროს გაივლო ხაზი მესის როგორც ახალგაზრდული გუნდის იმედისმომცემ მოთამაშესა და მის ახალ _ სუპერვარსკვლავის მდგომარეობას შორის.

მან საგოლე გადაცემა გაუკეთა ანდრეს ინიესტას _ საუცხოო, დაცვის ხაზის გამჭრელი 25 მეტრიანი პასი, რომელმაც მის მიერ შემოთავაზებული ბრწყინვალე წარმოდგენა კიდევ უფრო დაამშვენა. რაიკაარდმა გადაწყვიტა მესის, გმირის სტატუსით დაესრულებინდა თამაში და მოედნიდან 90-ე წუთზე გაიყვანა, რათა მას ტრიბუნებიდან აპლოდისმენტები მიეღო. 18 წლის ფეხბურთელი ფეხზე დამდგარმა სტადიონმა მხურვალე ოვაციებით გააცილა.

მატჩის შემდეგ “იუვენტუსმა” ოფიციალური კითხვით მიმართა “ბარსელონას” ამ ფეხბურთელის ფასის შესახებ, მაგრამ მყისიერი უარი მიიღო. ამის შემყურე პრეზიდენტმა ლაპორტამ კარგად უწყოდა, თუ რა განძზე იყო ლაპარაკი. 

ამგვარად, ფაბიო კაპელოს არანაირი ეჭვი აღარ შერჩენოდა მესის პოტენციალთან დაკავშირებით. “მთელი ცხოვრების მანძიზლე არ მინახავს ამ ასაკში, ასეთ დონეზე მოთამაშე და ესოდენ გამოკვეთილი ინდივიდუალობის მქონე ფეხბურთელი, მით უმეტეს იმ მაისურში, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბის სახელი “ამძიმებს” ”.

ამ ბიჭს ბურთით ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლია. ამ ზაფხულს ახალგაზრდული მსოფლიოს თასის მოგება ძალზე შთამბეჭდავი იყო, მაგრამ რაც დღეს ვნახეთ, სრულიად წარმოუდგენელი გახლდათ – დღეს ხომ ის არა მისივე ასაკის ბიჭებს, არამედ ნამდვილ მამაკაცებს ეთამაშებოდა”.

 

გრემ ჰანტერი – “ბარსა: როგორ იქმნებოდა მსოფლიოს უდიდესი გუნდი” 

მალე გაყიდვაში 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში