ლონდონის “ჩელსისა” და კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ესპანელმა ორიოლ რომეუმ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა, რომლის თანახმად მისი კლუბი დავიდ ვილიას მიმართ ინტერესს იჩენს.
“ჩემთვის უცნობია სიტუაცია, რომლის ქვეშ ვილია იმყოფება, მაგრამ ყველა “ჩელსის” ფეხბურთელი მოხარული იქნება თუ ჩვენთან ასეთი შესანიშნავი ფეხბურთელი გადმოვა.” – განაცხადა რომეუმ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციების თანახმად “ჩელსი” ერთ-ერთი კლუბია “ლივერპულისა” და “იუვენტუსის” შემდეგ, რომელიც ვილიას მიმართ ინტერესს იჩენს.



