“ბარსელონას” მარცხენა მცველი, ჟორდი ალბა ოცნებობს ყველა იმ ტურნირში გამარჯვების მოპოვებას, სადაც მისი გუნდი ასპარეზობს.
“როგორ გავიდა 2012 წელი? ვფიქრობ, რომ პროგრესი ყოველთვის სახეზეა. გუნდმა ძალიან კარგად იასპარეზა და მე ვიმედოვნებ, რომ ამ დონეზე თამაშს გავაგრძელებ” – ამბობს ჟორდი ალბა.
“ამ დრომდე კლუბთან ერთად მნიშვნელოვანი ტურნირის მოგების საშუალება არ მქონდა, თუმცა ახლა მსოფლიოს საუკეთესო კლუბის წევრი ვარ, რომელიც მიზნად ყველა ტურნირის მოგებას ისახავს. ამ სეზონში ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მსურს. რა თქმა უნდა, “ტრიპლეტის” შესრულება ძალიან რთული იქნება, თუმცა “ბარსელონას” შეუძლია ეს” – განაცხადა ალბამ.


