მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილია “ბარსელონას” დატოვებს აპირებს

ვილია “ბარსელონას” დატოვებს აპირებს

 

ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი, დავიდ ვილია “ბარსელონას” დატოვებას აპირებს. ამჟამად ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს, იტყობინება “Marca”.

 

შესაძლო წასვლის მიზეზი ფეხბურთელის უკმაყოფილებაა გუნდში საკუთარი მდგომარეობით და მცირე სათამაშო პრაქტიკით. “ბარსელონას” დატოვების შემთხვევაში ვილია სავარაუდოდ კარიერას ინგლისში გააგრძელებს, სადაც მისით “ლივერპული” და “ტოტენჰემი” ინტერესდებიან.

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში პრიმერაში ასტურიელმა 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 5 გოლის გატანა მოახერხა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში