მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მაისურის დიზაინის ვარიანტები შემდეგი სეზონისთვის

მაისურის დიზაინის ვარიანტები შემდეგი სეზონისთვის

 

გუშინ საიტებმა “mundodeportivo.com” და “sport.es” შემოგვთავაზეს გუნდის მაისურის დიზაინები მომავალი სეზონისთის. ვნახოთ რითი განსხვავდებიან ისინი. სურათებზე უკვე კარგად ჩანს, რომ სხვაობა იქნება სატიტულო სპონსორზე, მაისურზე “Qatar Foundation”–ის ნაცვლად გაისად “Qatar Airways” იქნება გამოსახული.

 

მაისურს კვლავ უბრუნდება ვერტიკალური ხაზები. საყელოზე კი გასულ სეზონებში გამოყენებული ყვითელი ფერი დაბრუნდება, რომელიც 2010/11 სეზონის მაისურზე იყო, როდესაც “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა “უემბლიზე”.

 

გასვლითი ფორმის შესახებ უკვე დიდი ხანია დადის ხმები, რომ ის კატალონიის დროშის ფერებში იქნება გაწყობილი. განსხვავება მხოლოდ ხაზების რაოდენობას შორისაა. “mundodeportivo.com”–ის ვერსიაშია წინ წითელი ზოლია, ხოლო “sport.es”–ის ვერსიაში სამი. ასევე ჯერ ვერ თანმხდებიან იმაზე, თუ რა ფერის იქნება სახელოები. იგივე საკითხზე მიდის მსჯელობა საყელოსთან დაკავშირებით.

 

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში