ზამბიის ფეხბურთის ფედერაცია ამტკიცებს, რომ ერთ კალენდარულ წელს გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდსმენი არა ლეო მესი, არამედ ზამბიელი გოდფრი ჩიტალუა.
აფრიკელი მაღალჩინოსნები ირწმუნებიან, რომ ისინი მოიპოვებენ იმის დამამტკიცებელ საბუთებს, რომ 1972 წელს ზამბიელმა თავდამსხმელმა 107 გოლი გაიტანა, ხოლო ლეო მესის ანგარიშზე მიმდინარე წელს 86 გოლია.
“ეს ჩვენი რეკორდია, ის ზამბიურ ფეხბურთში დაფიქსირდა, თუმცა მსოფლიო მასშტაბებით დაფიქსირებული არ არის. სანამ მთელი მსოფლიო ლეო მესის გოლებს ითლიდა და ელოდა გერდ მიულერის რეკორდის დამხობას ჩვენ იმას ვარკვევდით, თუ რატომ არ აღიარეს ჩიტალუს გოლები. ჩვენ სპეციალური კომისია შევქმენით, რომელიც არქივებში მოიძიებს ზუსტ ცნობებს მის მიერ გატანილ გოლებზე ყველა ტურნირში. შედეგებს აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციას და ფიფას წარვუდგენთ. ჩვენ გვსურს ვაჩვენოთ, რომ მესის და მიულერის ნაცვლად რეკორდის ნამდვილი მფლობელი აფრიკელი გოდფრი ჩიტალუა” – იწერება ზამბიის ფეხბურთის ფედერაციის განცახდებაში.
ჩიტალუ ზამბიის ფეხბურთის ისტორიაში უდიდესს მოთამაშედ მიიჩნევა. 1968 წელს მან 81 გოლი გაიტანა, ხოლო 4 წლის შემდეგ ეს მიღწევა გააუმჯობესა. მოთამაშე 5–ჯერ დაასახელეს ზამბიის საუკეთესო ფეხბურთელად. კარიერის დასრულების შემდეგ, 1982 წელს მან ფიფასგან სპეციალური ჯილდო მიიღო.
1993 წელს, გოდფრი ჩიტალუ 45 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
