მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ახალ კონტრაქტს ვილიასაც უმზადებს

“ბარსელონა” ახალ კონტრაქტს ვილიასაც უმზადებს

კატალონიის “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბი და კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის განაგრძოს მუშაობა მომავალშიც კლუბის ესპანელ თავდამსხმელთან დავიდ ვილიასთან. იტყობინება, ესპანური პრესა. 

 

კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის ასტურიელ ფორვარდთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს. ვილიას მიმდინარე კონტრაქტი 2014 წლამდეა ძალაში, მაგრამ “ბარსელონაში” არ სურთ, რომ ვილიას ჰქონდეს შესაძლებლობა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. “ბარსელონაში” იმასაც არ გამორიცხავენ, რომ ვილიამ უარი თქვას შეთანხმებაზე. 

 

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში ვილიასა და მესის კონფლიქტზე პრესა საკმაოდ ბევრს წერდა და დღესაც ვილიას შესაძლო უარს ახალ კონტრაქტზე, წყაროები სწორედ ამ კონფლიქტს უკავშირებენ. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გავრცელებული ჭორი კონფლიქტზე ორივე ფეხბურთელმა არაერთხელ უარყო. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში