კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა კარლეს რექსაჩმა, საქებარი სიტყვები არ დაიშურა “ბარსელონას” არგენტინელი ფეხბურთელის, ლიონელ მესის მისამართით. იტყობინება ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ მესიმ უკვე მოხსნა გერდ მიულერის რეკორდი, რომელმაც “ბაიერნისა” და “გფრ”-ს შემადგენლობაში 1972 წლის კალენდრით 85 გოლი ჰქონდა გატანილი. ლეომ გუშინ სევილიაში “ბეტისის” წინააღმდეგ დუბლი შეასრულა რაც იმას ნიშნავს, რომ მას 2012 წლის კალენდრით 86 გოლი დაუგროვდა. მესიმ ყველაფერი საწყის 25 წუთში გააკეთა.
“თუ მესი ჩამოყალიბდებოდა ფეხბურთელად ოღონდ არა “ბარსელონაში” მაშინ ბურთს შეეხებოდა არა 60-ჯერ არამედ რა თქმა უნდა 15-ჯერ. ის საკუთარი შესაძლებლობებს გენიალურად გამოიყენებდა, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთ სიტუაციაში, ის არ იქნებოდა ის ვინც აქ არის. ალფრედო დი სტეფანოსთან ერთად მესი არის ის ფეხბურთელი, რომელიც ამდენ გოლს იტანს მწვავე შეტევების გარეშე. მესის მთავარი ღირსება კი ის არის, რომ ის გაცილებით მეტს ისმენს და ცოტას ლაპარაკობს. ეს მნიშვნელოვანია ისევე, როგორც ფეხბურთში და ასევე ცხოვრებაშიც.” – დაასრულა რექსაჩმა.
