გუშინ დილით, 09:30 საათზე ლეო მესი “სიუტატ ესპორტივას” მე–2 სავარჯიშო მოედანზე მივიდა. ის მარტო მივიდა ბაზაზე და მშიდად გაემართა სავარჯიშო დარბაზისკენ. მის სახეს ღიმილი არ შორდებოდა და დარწმუნებული იყო, რომ ის “ვილმარინზე” თამაშს და გუნდისთვის დახმარების გაწევას შეძლებს. ის სათამაშოდ მზადაა, თუმცა საჭირო მუხლის მდგომარეობის შესწავლა, რათა საბოლოო ვერდიქტი გამოიტანონ.
დღევანდელი დღე არგენტინელისთვის გადამწყვეტი იქნება. 11 საათზე ვარჯიში გაიმართება, რის შემდეგაც ტიტო ვილანოვა და ექიმი, რიკარდ პრინა გადაწყვეტენ მესის მდომარეობას და იტყვიან ითამაშებს თუ არა ის “ბეტისთან”. ამავდროულად შესანიშნავად მიმდინარეობს ალექსის სანჩესის აღდგენითი პროცესი და შანსი იმისა, რომ ის “ბეტისთან” ითამაშებს ძალიან დიდია.


