მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” – “ბენფიკა”. ტიტო ვილანოვა მატჩის წინ

“ბარსელონა” – “ბენფიკა”. ტიტო ვილანოვა მატჩის წინ

 

“გუნდი, რომელსაც ჩვენ დავუპირისპირდებით მოედანზე გამარჯვების მოსაპოვებლად იქნება გამოსული” – განაცხადა ტიტო ვილანოვამ მატჩის წინა პრეს–კონფერენციაზე. “სამშაბათის ვარჯიში უბრალოდ ფანტასტიკური იყო. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ჩვენ საფეხბურთო კლუბ ბარსელონას წარმოვადგენთ და მაღალ დონეზე ასპარეზობა მოგვეთხოვება” – განაცხადა ტიტომ და იქვე დაამატა, რომ კლუბი ეკონომიკურ სარგებელსაც მიიღებს გამარჯვების შემთხვევაში.

 

“განაცხადში არიან მოთამაშეები, რომლებიც ტრავმირებულები იყვნენ ცოტა ხნის წინ, ასევე არიან “ბარსელონა ბ”–ს ფეხბურთელები, ჩვენ “ნოუ კამპზე” მათი ხილვა გვსურს. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მოტივირებულები იქნებიან. ამას გარდა ისინი პროფესიონალები არიან” – განაცხადა “ბარსას” თავკაცმა, რომელმაც პორტუგალიური გუნდი შეაქო: “ისინი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად იბრძვიან. ისინი ძალიან სახიფათოდ უტევენ. მათ ყავთ მნიშვნელოვანი მოთამაშეები, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ გოლის გატანა“.

 

მესი ითამაშებს

 

მესი “ბარსელონას” განაცხადში მოხვდა და ის სასტარტო შემადგენლობაშიც იქნება: “მან გასულ კვირას დაისვენა და ჩვენ ვიცით, რომ მას ყოველთვის სურს თამაში. ეს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაა და მას სურს თამაში. თუკი ის მოედანზეა ეს ჩვენ გვაძლიერებს” – განაცხადა ვილანოვამ.

 

მწვრთნელმა ასევე გერდ მიულერის რეკორდის შესახებ გააკეთა კომენტარი: “ჩვენ ბუნებრივად უნდა მოვიქცეთ. მესის რეკორდის მოხსნის შანსი აქვს, თუმცა ამის გაკეთება უფრო რთული იქნება, თუკი ჩვენ მხოლოდ ამაზე გავაკეთებთ აქცენტს“.

 

მოხარულია გუნდის ფორმით

 

ვილანოვა მოხარულია იმით, თუ როგორ გამოიყურებიან მისი შეგირდები მიმდინარე სეზონში, თუმცა იქვე ამატებს, რომ გასაუმჯობესებელი კიდევ ბევრი რამაა: “ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ გუნდის ამჟამინდელი ფორმით, თუმცა აქ გაჩერება არ შეგვიძლია. თუკი ჩვენ გარკვეულ ასპექტებში მომატება შეგვიძლია, მაშინ ეს უნდა გავაკეთოთ… ყველა დიდ გუნდს უჭირს სეზონის სტარტზე საუკეთესო თამაშის პოვნა. ისე ჩანს, რომ ჩვენ ვიპოვეთ ჩვენი თამაში, ნელ–ნელა ასევე გვიბრუნდებიან ტრავმირებული მოთამაშეები“.

 

მწვრთნელი ასევე აქებს მოთამაშეებს გამარჯვებულის მენტალიტეტის გამო: “ეს ფეხბურთელები ძალიან მონდომებულები არიან გამარჯვებისთვის. ისინი ისევე არიან მოწადინებულები, როგორც 5 წლის წინ, როცა ისინი პირველად ვნახე“. ბოლოს ტიტოს მადრიდული დერბის შესახებ შეეკითხნენ, რაზეც მან განაცხადა: “ნებისმიერი შედეგი ჩვენთვის კარგი იყო. მე კვლავ ვიმეორებ, რომ ერთადერთი, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ ჩვენი თამაშია“.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში