მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიომ მადრიდის “რეალი” ჩაიბარა ბევრ ადამიანთან იომა. განსაკუთრებული ადგილი კი “ბარსელონას” უჭირავს. თავის დროზე პორტუგალიელი უარყოფითად საუბრობდა პეპ გვარდიოლაზე, ასევე ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა გვარდიოლას თანაშემწესთან და ამჟამად “ბარსას” თავკაცთან, ტიტო ვილანოვასთან.
ამასთან დაკავშირებით და იმ ინფორმაციის შესახებ, რომ ჟოზე მოურინიო თითქოს მადრიდის “რეალს” სეზონის ბოლოს დატოვებს ტონი ფრეიშამ ისაუბრა.
“ჩვენი კლუბი გამოირჩევა პატივისცემით სხვა კლუბების მიმართ და ამის გამო კომენტარს არ გავაკეთებთ ჟოზე მოურინიოზე. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი გუნდით, რომელიც აგრძელებს სრულყოფილებისკენ სვლას” – განაცხადა ტონი ფრეიშამ.



