მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის ლიგის შემდეგ ეტაპზე “სელტიკის” გასვლა სურს

მესის ლიგის შემდეგ ეტაპზე “სელტიკის” გასვლა სურს

 

“ბარსელონას” თავდამსხმელი, ლეო მესი მიიჩნევს, რომ “სელტიკის” გულშემატკივრებმა დაიმსახურეს საყვარელი გუნდის ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე ხილვა.

 

“გულშემატკივრები იმსახურებენ, რომ “სელტიკი” ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე იხილონ. ჩვენს წინააღმდეგ გამართულ ორივე შეხვედრაში მათ ძალიან კარგად ითამაშეს. მე მსგავსი არაფერი მინახავს. “ნოუ კამპზე” მარცხის შემდეგაც არ მოდუნდნენ. ეჭვგარეშეა, რომ “სელტიკის” გულშემატკივრების გარეშე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი მოსაწყენი იქნება” – განაცხადა არგენტინელმა.

 

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა, ხოლო მეორე ადგილისთვის “ბენფიკა” და “სელტიკი” იბრძვიან. პორტუგალიურ კლუბში “ნოუ კამპზე” თამაში ელის, ხოლო შოტლანდიელები შინ მოსკოვის “სპარტაკს” უმასპინძლებენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში