“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა და კლუბის აკადემიის ერთ–ერთმა ხელმღვანელმა, გილერმო ამორმა გუნდის ერთ–ერთ იმედზე, ჟერარდ დეულოფეუზე გააკეთა კომენტარი.
ახალგაზრდა ფეხბურთელის იმედი ძალიან ბევრ ადამიანს აქვს. რაც შეეხება ამორს, ის მიიჩნევს, რომ ყველაფერი თავად დეულოფეუზე იქნება დამოკიდებული.
“დეულოფეუს ტრიუმფი “ბარსელონაში” თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული. თუკი ის საკუთარ თავს მიზანს დაუსახავს, მაშინ აუცილებლად მიაღწევს წარმატებას” – განაცხადა ამორმა.
ახალგაზდრა მოთამაშეს მიმდინარე სეზონში პრიმერას შეხვედრაში თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია, თუმცა მან რამდენიმე წუთი ითამაშა ჩემპიონთა ლიგაში მოსკოვის “სპარტაკთან”.

