მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვესს კვლავ კუნთის ტრავმა აქვს

ალვესს კვლავ კუნთის ტრავმა აქვს

 

“სიუტატ ვალენსიაზე” მატჩის მე–13 წუთი იყო, როდესაც დანი ალვესმა მარჯვენა ფეხზე ხელი მოიკიდა და მოედანზე დაწვა. რამდენიმე წუთის შემდეგ მან ადგილი მარტინ მონტოიას დაუთმო. პირველადმა კვლევამ აჩვენა, რომ ბრაზილიელ მცველს მარჯვენა ბარძაყის ორთავა კუნთის დაზიანება აქვს. ორშაბათს მას ბარსელონაში დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება, რომლის შემდეგაც ცნობილი გახდება ზუსტი თარიღი, თუ რამდენ ხანში დაუბრუნდება ის მოედანს.

 

კვირას ზუსტად 1 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც დანი ალვესს ექიმებმა თამაშის უფლება დართეს მადრიდის “რეალთან” მიღებული მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმის შემდეგ. ახლა კი მოთამაშეს, რომელიც ნელ–ნელა საუკეთესო ფორმაში დგებოდა თავიდან მოუწევს მოედანს მიღმა დარჩენა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში