მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინესი: “ბარსელონამ” საკუთარი ფეხბურთი აჩვენა”

მარტინესი: “ბარსელონამ” საკუთარი ფეხბურთი აჩვენა”

ესპანური “ლევანტეს” მთავარმა მწვრთნელმა ხუან იგნასიო მარტინესმა პრიმერა დივიზიონის მე-13 ტურში “ბარსელონასთან” განცდილი მარცხის შემდეგ (0:4), მეტოქის უპირატესობა და ძალა აღიარა. იტყობინება ესპანური პრესა.

 

შეგახსენებთ, რომ მასპინძლებმა სტუმრებისგან მეორე ტაიმში ოთხი ბურთი მიიღეს.

 

“ბარსელონამ” საკუთარი ფეხბურთი აჩვენა და ეს 100%-ით კარგად შეასრულა. სტუმრების მიერ გატანილი პირველი გოლის შემდეგ ჩემი გუნდი გატყდა, ეს გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში გავიდა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარია ძალიან ტალანტურ გუნდზე, რომელსაც შეუძლია დაშვებული მცირე შეცდომის გამო დაგსაჯოს. საერთო ჯამში მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენმა გუნდმა პირველ ტაიმში შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა და კარის აღების შანსიც გვქონდა. მაგრამ ახლა უბრალოდ უნდა მივულოცოთ გამარჯვება “ბარსელონას”. – დაასრულა მარტინესმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში