ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ახსნა მიზეზი თუ ვის და რატომ მისცა ხმა გამოკითხვაში, წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებაზე. იტყობინება ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ დელ ბოსკემ საკუთარი არჩევანი “ბარსელონას” ექს-მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლას, ლონდონის “ჩელსის” ექს-მწვრთნელი რობერტო დი მატეოსა და იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჩეზარე პრანდელის სასარგებლოდ გააკეთა. მის სიაში პირველ ადგილზე პეპ გვარდიოლაა.
“მე ხმა მივეცი გვარდიოლას, რადგან მან ძალიან ბევრს მიაღწია და რაც მთავარია ის ესპანელია. ამ წელს მან 3 ტიტული მოიგო. გარდა ამისა საკუთარ გადაწყვეტილებას ვიღებ არამხოლოდ მის სპორტულ კომპონენტში არამედ მწვრთნელის ქცევაშიც.” – განაცხადა დელ ბოსკემ.
