პარაგვაისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართულ 1/4-ფინალურ მატჩში, რომელიც ევროპელებმა 1:0 მოიგეს, საუკეთესო ფეხბურთელად “ბარსელონას” ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა დასახელდა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ესპანელთა მე-6 ნომრის შესანიშნავ თამაშს მოჰყვა პარაგვაის კარში ერთადერთი გოლის გატანა.
ინიესტამ გუშინდელი მატჩი სრულად ჩაატარა, მეტოქის კარის მიმართულებით დაარტყა 30-ჯერ (ერთხელ ზუსტად), გააკეთა 54 გადაცემა (45 ზუსტად), გაირბინა 10923 მეტრი და ორჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა ექვსჯერ დაარღვიეს თამაშის წესები.
ინიესტა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, მიმდინარე ტურნირზე, მეორე დასახელდა. პირველად მას ეს პატივი ჩილესთან 2:1 მოგებულ შეხვედრაში ხვდა წილად. მის გარდა, “ბარსელონას” ფეხბურთელებიდან, მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდება მიიღეს დავიდ ვილიამ (ესპანეთი-ჰონდურასი 2:0), ლეო მესიმ (საბერძნეთი-არგენტინა 0:2) და ჩავიმ (ესპანეთი-პორტუგალია 1:0).



