ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ლუის არაგონესმა განაცხადა, რომ მადრიდის “რეალისა” და კატალონიის “ბარსელონას” ჰეგემონიას პრიმერა დივიზიონში ვერავინ დაარღვევს. იტყობინება ესპანური პრესა.
არაგონესი აღფრთოვანებულია მადრიდის “ატლეტიკოს” შესანიშნავი სტარტითაც, დიეგო სიმეონეს შეგირდები ლა ლიგის 12 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებენ და ისინი “ბარსელონას” მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან.
“რა თქმა უნდა, “ატლეტიკომ” გაგვაოცა თავიანთი ფანტასტიური სტარტით ჩემპიონატში. მაგრამ მიუხედავად ამისა მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისთვის მხოლოდ ორი გუნდი იბრძოლებს. მე ძალიან მინდა, რომ ამ ბრძოლაში იყოს მესამე გუნდიც.” – განაცხადა არაგონესმა.


