ლონდონის “არსენალის”, ტურინის “იუვენტუსისა” და “მანჩსტერ სიტის” ყოფილმა მცველმა პატრიკ ვიეირამ ესპანურ წყაროსთან ინტერვიუში “ბარსელონას” თავდამსხმელზე ლიონელ მესიზე ისაუბრა.
არგენტინელის უამრავი თვისებურებებიდან ვიეირამ მხოლოდ ერთი გამოყო.
“მე “იუვენტუსის” შემადგენლობაში “ბარსელონას” წინააღმდეგ უკვე ვითამაშე ჟოან გამპერის სახელობის თასზე. ჩვენს წინააღმდეგ ნორჩი მესი თამაშობდა. მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ ჩვენ მატჩის მსვლელობისას ერთმანეთს ვეკითხებოდით: “ვინ არის ეს ტიპი?” ის ადვილად გვცდებოდა ჩვენ, ანხორციელებდა დარტმებს კარის მიმართულებით ჩვენ მას ვერაფერი მოვუხერხეთ. ჩვენ ვცდილობდით ფეხებში მიგვეყენებინა დარტყმა მისთვის რათა შეგვეშინებინა ის. ასეთ ასაკში ასეთი ილეთებით ფეხბურთელების შეშინება ადვილადაა შესაძლებელი. მაგრამ ლეო შეუშინებელი აღმოჩნდა, ის განაგრძობდა აქტიურად ბრძოლას ჩვენს წინააღმდეგ. ყველაზე მეტად მასში ის მაოცებს, რომ მას საერთოდ არ გააჩნია შიშის გრძნობა.” – განაცხადა ვიეირამ.
