კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ ანდრეს მესიმ, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში “სპარტაკის” წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა და მეტოქის დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა (3:0).
არგენტინელი ფეხბურთელისთვის ეს ორი გატანილი გოლი 2012 წლის კალენდრის მიხედვით 79-ე და მე-80 აღმოჩნდა.
მსოფლიოს ერთადერთი რეკორდი კვლავ ძალაში რჩება, საუბარია გერდ მიულერის მიერ 1972 წელს გატანილ 85 გოლზე კლუბში და გფრ-ს ნაკრებში. დღევანდელ მატჩში გატანილი გოლების შემდეგ მესი კიდევ უფრო მიუახლოვდა გერმანელის მიღწევას.
