მახაჩკალის “ანჟიმ” კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდარულ ნახევარმცველს, ჩავი ერნანდესს საკმაოდ სარფიანი შეთავაზება გაუმზადა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო უარი მიიღო. იტყობინება ესპანური პრესა.
რუსული კლუბის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი აქტიურ ინტერესს იჩენდა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელისადმი, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო რუსებმა ტრანსფერზე უარი მიიღეს მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიდი თანხის გადახდისთვის იყვნენ მზად. ფეხბურთელმა კი არაერთხელ განაცხადა, რომ “ბარსელონას” დატოვება არ სურს.
აქვე შეგახსენებთ, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ხელმძღვანელობა ჩავის კონტრაქტს მალე გაახანგრძლივებს, რომელიც კარიერის დასრულებას სწორედ “ბარსელონაში” გეგმავს. ჩავის მოქმედი კონტრაქტი “ბლაუგრანასთან” 2014 წლამდეა ძალაში თუმცა, ხელმძღვანელობა ხელშეკრულებას 2016 წლამდე გაახანგრძლივებს.
