მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხურადო: “ბარსელონაში” მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებია თავმოყრილი, მათი დამარცხება რთული იქნება”

ხურადო: “ბარსელონაში” მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებია თავმოყრილი, მათი დამარცხება რთული იქნება”

მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა, ხოსე მანუელ ხურადომ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩში “ბარსელონას” წინააღმდეგ მოახლოვებულ საშინაო შეხვედრას მოუთმენლად ელის. 

 

“ბარსელონა” მნიშვნელოვნად არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც გუნდი ტიტო ვილანოვამ ჩაიბარა. ამ გუნდში დღემდე ასპარეზობენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები, რომელთა დამარცხება კი საკმაოდ რთული იქნება.

 

რა თქმა უნდა, ჩვენ შევეცდებით გავიმარჯვოთ მაგრამ ფაქტია, რომ ეს ძალიან რთული იქნება. ეს ხომ პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. “ბარსელონა” ფანტასტიკურ ფეხბურთს აჩვენებს.

 

თუმცა, ჩვენც კარგი ფეხბურთელები გვყავს და ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენ კარგი ფორმის დემონსტრირებას ვახდენთ.” –  დაასრულა ხურადომ.  

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში