“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ საკუთარ აზრი დააფიქსირა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრის წინ, სადაც კატალონიელები მოსკოვის “სპარტაკს” დაუპირისპირდებიან.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამშაბათს გამარჯვების მოპოვება: რაც უფრო მალე გადავწყვეტთ შემდეგ ეტაპზე გასვლის საკითხს მით უკეთესი. მოხარული ვარ, რომ მწყობრში დაბრუნდა პუიოლი. მისი ყოფნა მოედანზე გუნდის დაცვის ხაზს მეტ რწმენას შემატებს” – განაცხადა ანდრეს ინიესტამ.
შეგახსენებთ, რომ კატალონიელები მოსკოვში გუშინ ჩაფრინდნენ, სადაც ხვალ მოსკოვის “სპარტაკს” დაუპირისპირდებიან.
