მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

 

“ბარსელონას” პირველი გუნდი უკვე რუსეთის დედაქალაქში იმყოფება, სადაც კატალონიელები ზეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე–5 ტურის შეხვედრაში “სპარტაკს” დაუპირისპირდებიან.

 

“სარაგოსას” დამარცხების შემდეგ გუნდმა დღეს დილით ესპანეთში ვარჯიში ჩაატარა, რის შემდეგაც გუნდი რუსეთისკენ დაიძრა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო კატალონიელებმა გადაწყვიტეს, რომ მოსკოვში მატჩამდე 2 დღით ადრე ჩასულიყვნენ.

 

გუნდის დელეგაციას პრეზიდენტი, სანდრო როსელი ხემძღვანელობს. დელეგაციაში ასევე იმყოფებიან კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრები და სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა.

 

 

სურათები:


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში